თეგი: ელენე ხოშტარია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკითხი კენჭისყრაზე კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დააყენეს. სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შალვა ნათელაშვილისგან განსხვავებით, ელენე ხოშტარიას თავად არ სურს საპარლამენტო საქმიანობა და მანდატის შეწყვეტას თავად ითხოვს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ ამ პოზიციის მიუხედავად, ელენე ხოშტარიას საკითხი დღევანდელ სხდომაზე არ განეხილათ, თავად ხოშტარიასთვის მიემართათ და შემდეგ სხდომაზე მომხდარიყო საკითხზე მსჯელობა.

ელენე ხოშტარია დააკავეს. ვიდეო

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს. „კანცელარიას შევასხი რუსული კეჩუპი და დავყარეთ რუსული ბრინჯი. დამიჭირეს. თქვენც მიდით დაყარეთ“, - აღნიშნულია ხოშტარიას Facebook გვერდზე. პარტიის ცნობით, დაკავებულია „დროას“ აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა და პოლიტიკური საბჭოს წევრი შუშანა მაცაბერიძე.  შსს-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. საქართველომ რუსეთში ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი დაუშვა რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს - მედია

ელენე ხოშტარია გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და სუს-ის თანამშრომლის, კობა კობიძის სანქცირებას ითხოვს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის და სუს-ის თანამშრომლის, კობა კობიძისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ჩამოთვლილი პირები ოლიგარქიული მმართველობის წევრები არიან. "ჩვენ წარმოვადგინეთ პატარა ოლიგარქები, ანუ ის კორუფციული სქემა ვითომ ბიზნესმენების, რომელზე დგას რუსეთთან კავშირები... დღეს მინდა აქცენტი გავაკეთო ძალოვან სტრუქტურებზე. ძალოვანი სტრუქტურები არის ის საყრდენი, რომლითაც ოლიგარქიული მმართველობა იტაცებს სახელმწიფოს და ჩართულია რუსეთთან საშიში კავშირების შექმნაში ან დაფარვაში. დეოლიგარქიზაციის ერთ-ერთი მძლავრი იარაღი არის სწორედ ის, რომ ქვეყანას სანქციები ავარიდოთ", - განაცხადა ხოშტარიამ.  

„დროას“ ცნობით, თელავის პოლიციასთან ელენე ხოშტარია დააკავეს

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია თელავის პოლიციასთან დააკავეს. მოძრაობის წევრმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რომ მათთვის უცნობია პარტიის ლიდერის ადგილსამყოფელის შესახებ. გავრცელებული ცნობით, ის ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა, როდესაც სამართალდამცველებმა დააკავეს. ყვარელში საპროტესტო აქცია 20 მაისს, დილიდან მიმდინარეობდა. სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს 19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფებოდა. მედიაში ამ ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. 20 მაისს, საღამოს,სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქორწილი არ გაიმართება, რადგან ოჯახი, რომელიც ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას აპირებდა, წასულია“. საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგით გამოემაურა ინფორმაციას საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების სტუმრობასა და კახეთში, საქორწინო წვეულების მოწყობის მცდელობას და ხელისუფლებას მოუწოდა, პარტნიორი ქვეყნებიდან სასწრაფოდ შემოიტანონ სანქცირებულთა სიები, რითაც საზღვარზე იხელმძღვანელებენ.